Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 08 მაისი 2018 11:19

გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან

Rate this item
(0 votes)

გურამიშვილის ქუჩიდან აყრილი გარემოვაჭრეები გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

გარემოვაჭრეებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ რადიო „მოზაიკას“ განუცხადეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, გორის მერიამ შეიმუშაოს რეგულაცია გარემოვაჭრეობის შესახებ და მათ გურამიშვილის ქუჩაზე მოწესრიგებულად ვაჭრობის საშუალება მისცეს.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გურამიშვილის ქუჩიდან გარემოვაჭრეები  გუშინ აყარეს. როგორც მერიაში ამბობენ, 8 მაისიდან მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ

Read 3959 times Last modified on სამშაბათი, 08 მაისი 2018 11:25