Back to Top
სამშაბათი, 08 მაისი 2018 10:47

ციხელაშვილი: ხელისუფლება ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობს

Rate this item
(0 votes)

"საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.


მინისტრის თქმით, ოკუპირებული რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა ყველაზე ტრაგიკულად არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში გამოვლინდა. როგორც ციხელაშვილი აცხადებს, არსებული ვითარება ყოველდღიურ გამოწვევებს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანებს.


„ჩვენ დღეს ვაწარმოებთ გამოძიებას. სარჩელი მზადდება. ჩვენ ადრეც გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს, რომელიც მის ხელთ არის - დიპლომატიურს, სამართლებრივს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს მზადება ადრეც მიდიოდა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სარჩელზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 1110 times