Back to Top
ორშაბათი, 07 მაისი 2018 11:33

ავარიის შედეგად დაშავებულებს ჰოსპიტალიდან რამდენიმე დღეში გაწერენ

Rate this item
(0 votes)

თამარ მეფისა და რომელაშვილების ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მერიის ორ  თანამშრომელს ამ დრომდე ჰოსპიტალში მკურნალობენ. 

ერთმა მათგანმა ქალა-ტვინისა და ხერხემლის ტრავმა მიიღო, მეორეს კი ნეკნები აქვს დამტვრეული.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, მათ რამდენიმე დღეში გაწერენ.

4 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამი ქვეითად მოსიარულე დაშავდა, ერთი მათგანი საავადმყოფოდან იმ დღესვე გაწერეს

Read 1697 times Last modified on ორშაბათი, 07 მაისი 2018 11:36