Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 04 მაისი 2018 13:58

საბავშვო ბაღებში პედაგოგებს ტელეფონით სარგებლობა ეკრძალებათ

Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი დანიშნულებისთვის გამოყენება ეზღუდებათ.

ბაღის თანამშრომლებს მობილურის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეუძლიათ.

შეზღუდვა გორთან ერთად, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.

საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა; დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს.

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება ომიანობის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების, სტიქიურ უბედურების ან დიდი ავარიების შემთხვევებში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შემდეგ კი 48 საათში მიმართავს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ინფორმაცია დადგენილების შესახებ reginfo.ge-მ გაავრცელა. 

Read 6956 times Last modified on ორშაბათი, 07 მაისი 2018 17:36