Print this page

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია - გორის "დემოკრატიის სკოლაში" სემინარი მიმდინარეობს

მაისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, გორის დემოკრატიის სკოლაში სემინარი მიმდინარეობს.

სემინარის თემაა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

შეხვედრა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით იმართება, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ამ წუთებში მოხსენებას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ლევან მახარაშვილი. დღის წესრიგის მიხედვით, ის ევროკავშირის ისტორიას მიმოიხილავს. საუბარი ეხება ევროინტეგრაციის ხელშეკრულებას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

დღის წესრიგის მიხედვით, მომხსენებლები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:

  • ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები, რომელზეც კავკასიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ლექტორი სერგი კაპანაძე ისაუბრებს.
  • სართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა, რომელსაც "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე შეაჯამებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმობა, სადაც დამსწრეებს კითხვის დასმისა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ექნებათ.

Read 1265 times