9 მაისს გორში რუსული "უკვდავი პოლკის" ჩატარება იგეგმება

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც 9 მაისს აქცია "უკვდავი პოლკი" გაიმართება. 

"საქართველოში, რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და ბევრ სხვა ქვეყანაში 9 მაისს ტრადიციულად მარში „უკვდავი პოლკი" გაიმართება.წელს აქცია გაიმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და გორშიც", - გვითხრეს აქციის ორგანიზატორებმა.

 მათი თქმით, გორში ზუსტად რა ადგილას გაიმართება აქცია, მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

"უკვდავი პოლკი" — ესაა შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს მათი წინაპრების გმირობას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მნიშვნელობას. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოვა ქალაქების ქუჩებში, გაივლის მარშით თავიანთი ნათესავების პორტრეტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე იბრძოდნენ ან ზურგში მუშაობდნენ."

ამ თემაზე რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ესაუბრა. 

"განცხადება შემოსულია. ჩვენ გადავეცით შესაბამისს სამსახურს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, ეს არ არის აგრესიული აქცია. მარშს მოაწყობენ და ალბათ ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სტალინის სახლ-მუზეუმამდე ჩაივლიან", - გვითხრა ეკატერინე სუხიშვილმა. 

აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ლიკა ზახაროვა, „უკვდავი პოლკის" ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე, საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის „სამშობლო" პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი და  „საქართველოს კაზაკთა მრავალნაციონალური კავშირის" ატამანი მიხაილ ტელესნიკი.

აქცია „უკვდავი პოლკი” პირველად 2012 წელს ტომსკში ადგილობრივი ტელეჟურნალისტების ინიციატივით იყო ორგანიზებული.

Read 1404 times Last modified on Last modified on მაისი 02 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი