დევნილთა საჭიროებებით უცხოელი მოხალისეები დაინტერესდნენ

მაისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

უცხოელი მოხალისეები ადგილნაცვალი პირების პრობლემებს იკვლევენ. პირველი აქტივობა სკრის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა. პოლონეთიდან მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში მყოფი ახალგაზრდები დევნილებს ადგილზე სტუმრობენ და მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ინფორმაციას იღებენ. კვლევის შედეგად რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა. საძოვრები, სასმელი წყალი და საცხოვრებლად უკვე არასაკმარისი ფართები. ბოლო საკითხზე ადგილნაცვალი პირები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ და ამბობენ, რომ ოჯახი, რომელმაც თავის დროზე ერთი კოტეჯი მიიღო, 10 წლის შემდეგ საცხოვრებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. უცხოეულ მოხალისეებს გორში მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ მასპინძლობს. სწორედ ეს ორგანიზაცია ეხმარება მათ აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

Read 1017 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი