Print this page
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 12:53

ბიბილოვი: ქართველების და ოსების ურთიერთმტრობა ამერიკის ინტერესებშია

Rate this item
(0 votes)

"არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთი საინფორმაციო ომის მსხვერპლი გახდა, რომელიც საქართველომ წამოიწყო აშშ-სთან და დასავლეთის ქვეყნებთან ერთად", -  ამის შესახებ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბლოვმა განაცხადა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთზე“ საინფორმაციო შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ საკითხში იყო „რესპუბლიკაში“ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მტრული გარემოს შექმნა.

„ტატუნაშვილის გარდაცვალებას მიანიჭეს პოლიტიკური შეფერილობა, რათა რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს თავი მეორეხარისხოვნად ეგრძნოთ. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ვხდებით საინფორმაციო ბრძოლის მსხვერპლნი, რადგან არც საქართველოს, არც აშშ-ს და დასავლეთის არც სხვა ქვეყნებს აწყობთ სამხრეთ ოსეთში ქართველები და ოსები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ. მათ სურთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვმტრობდეთ.  მე არასოდეს დავყოფ ქართველებსა და ოსებს, რომლებიც რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და მათ ისევე მოვექცევი, როგორც სხვა თანამემამულეებს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

Read 2035 times Last modified on სამშაბათი, 01 მაისი 2018 10:40