Back to Top
პარასკევი, 27 აპრილი 2018 17:54

გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა აიკრძალება

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა  გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ 8 მაისიდან უნებართვო საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

სანაცვლოდ მერიამ მათ ალტერნატიული ფართი გორის სხვადასხვა ბაზარში შესთავაზა.

მერიაში განმარტავენ, რომ თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაათავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153 მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე.“ - აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

Read 2395 times Last modified on პარასკევი, 27 აპრილი 2018 17:58