Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 27 აპრილი 2018 15:04

ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ

Rate this item
(0 votes)

ისრაელში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.

73 კგ. წონით კატეგორიაში  ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო -81 კგ. წონით კატეგორიაში კი ნუგზარ ტატალაშვილმა იჭიდავა

ნუგზარ ტატალაშვილმა პირველ წრეში მონტენეგროელი სრიან მრვალევიცი დამატებით დროში, იპონით დაამარცხა.

შემდეგ კი ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ლაშა შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო. იგი პირველივე შეხვედრაში გერმანელ იგორ ვანდტკესთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არც ერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.

Read 1975 times Last modified on პარასკევი, 27 აპრილი 2018 17:05