გორის მერი ოკუპანტების მიერ გატაცებული სერგო დარბაიძეს ოჯახს შეხვდა

აპრილი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერი იმედოვნებს, რომ რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ სერგო დარბაიძეს მალე გაათავისუფლებენ. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, დარბაიძეს ქართული მხარისათვის გადმოცემის პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

"ის იმყოფება ცხინვალის დაკავების იზოლატორში. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან. ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე დაუბრუნდება საკუთარ სახლს",- განაცხადა თავზარაშვილმა

ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი, 57 წლის სერგო დარბაიძე გუშინ დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, დაირბაიძეს საქმე ე.წ. სასამართლოს გადასცეს 

Read 896 times Last modified on Last modified on აპრილი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი