Back to Top
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 15:47

პაპუნა კობერიძე: გორში სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის სტენდები არასაკმარისია

"სააგიტაციო მასალის გასაკრავად ქალაქში განთავსებული სტენდები არასაკმარისია", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" გორი -კასპის მაჟორიტარულ ოლქში "ლელოს" კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ ისაუბრა.

 

კობერიძე ამბობს, რომ მასალების საჯაროდ გაკვრა ყველა კანდიდატს თანაბრად უნდა შეეძლოს.

 

​"სააგიტაციო მასალის გასაკრავი სტენდი ქალაქში ცოტაა, ამდენი პარტიაა და ყველა კანდიდატის პლაკატი ვერ დაეტევა, ამიტომ უნდა დაამატონ. აბა, ასე დასწრებაზე ხომ არ იქნება, სულ რამოდენიმე კანდიდატის მასალაა გაკრული, დანარჩენებმა რა უნდა ვქნათ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს", - ამბობს პაპუნა კობერიძე