Back to Top
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 14:13

ვასილისა ჯაბახიძემ სექტემბერში ენმ-ს თანხა 2-ჯერ შესწირა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიას სექტემბრის თვეში თანხა 2-ჯერ შესწირა.

 

შემოწირულობა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 4 და 11 სექტემბერს არის ასახული.


პირველ ჯერზე ჯაბახიძემ პარტიას 2 100 ლარი შესწირა, მეორედ კი, 3 400. ჯამში შემოწირულობებმა 5 500 ლარი შეადგინა.

 

მიმდინარე წელს, პარტიას თანხა შესწირა ბექა ქორჩილავამაც. 24 ივნისს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მან 8 000 ლარი გადაურიცხა.