Back to Top
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 13:26

ხოჯევანიშვილილმა დაპირებები ამომრჩეველს საინფორმაციო ბროშურით გაუგზაგვნა

"ძლიერი სოფელი, დევნილების პირობების გაუმჯობესება, ტურისტების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა", - ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც მმართველი გუნდის კანდიდატი გორი - კასპის გაერთიანებულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს ჰპირდება.

 

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ფიქრობს, რომ გორსა და კასპში დასახელებული საკითხების მოგვარება ამ ორ მუნიციპალიტეტს უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.

 

" სასმელი წყლის, გაზმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი საკითხებია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. უნდა განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე აუცილებელია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დევნილებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება", - წერია საინფორმაციო ბროშურაში. 

 

ხოჯევანიშვილი ფიქრობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელშეწყობა. განსაკუთრებულ აქცენტს კი სოფლად მცხოვრები ახალი თაობის საჭიროებებზე აკეთებს.

 

" ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. უნდა მოხდეს სოფლების ინტერნეტიზაცია. ყველა სოფელში უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო და სპორტული წრეები“,- წერს გიორგი ხოჯევანიშვილი თავის მიმართვაში, რომელიც მის სააგიტაციო მასალაშია გამოქვეყნებული.