Back to Top
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 16:19

გორში ახალი ავტობუსები ნოემბრიდან შემოვა 

Rate this item
(0 votes)

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ეტაპობრივად შემოვა. გორის მერის ინფორმაციით თავდაპირველად 5 ავტობუსი შემოვა, შემდეგ კიდევ რამდენიმე და წლის ბოლოსთვის გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სადგომი სრულად დაკომპლექტდება.

 

"აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობდა, ამჟამად კი მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ტრანსპორტითა და ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს,” - აღნიშნავენ მერიაში

 

გორის მუნიციპალიტეტში სულ 30-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამ მიზნით, გორის მერიას 30 ავტობუსი გადაეცემა. ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იყიდეს.

Read 180 times