Back to Top
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 15:06

გორში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები ოქტომბრიდან გაიზრდება

Rate this item
(0 votes)

გორში, საბავშვო ბაღების თანამშომლები ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. გორის მერის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობამ დაპირება რამდენიმე თვის წინ გასცა, რომლის ასახვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტში გეგმის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელა.

 

კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას კორონავირუსის გავრცელების გამო შესაძლო სწავლის გადადების მიუხედავად მაინც მიიღებენ.

 

"ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ ახალი სასწავლო წლიდან ხელფასები მოემატებოდათ და ეს დაპირება შესრულდება გორის შემთხვევაში ოქტომბრის თვიდან. ღმერთმა არ ქნას და თუ სწავლის გადადება ისევ გამოცხადდა, აღნიშნულ დაპირებაზე ეს არ იმოქმედებს და სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებზე გაცემული ეს დაპირება მაინც შესრულდება", - აღნიშნა გორის მერმა.

 

ინფორმაციისთვის, "საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე).

Read 265 times