Back to Top
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 13:39

გორის თეატრის ვებგვერდზე მსურველებს ინტერიერის დათვალიერება 3D ფორმატში შეუძლიათ 

Rate this item
(0 votes)

​გორის გიორგი ერისთავის დრამატულ თეატრს ახალი ვებგვერდი აქვს.

 

ახალ ელექტრონულ სივრცეში დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ გაეცნონ ინფორმაციას თეატრის მსახიობების ბიოგრაფიაზე, სპექტაკლების ჩანაწერებზე. ასევე მსურველებს საშუალება აქვთ თეატრის ინტერიერი დაათვალიერონ 3D ფორმატში.

 

"თეატრის მსახიობების ფართო ბიოგრაფიები, ტექ. პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, მონატრებული სპექტაკლები და ვიდეოები ერთ სივრცეში, თეატრის მუზეუმის დამუშავებული და განახლებული მასალები, თეატრის ელ. ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია ერისთავის თეატრში სხვადასხვა დროს განხორციელებული პიესები;და რაც მთავარია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის დებიუტანტ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა დაათვალიეროს თეატრის ინტერიერი 3დ ფორმატში", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში

 

როგორც თეატრში ამბობენ, ვებგვერდს მალე ინგლისური ვერსიაც დაემატება.

Read 208 times