Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 16:49

ჯერარსი: 18 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში, თავის ქალას მძიმე დაზიანებით მოიყვანეს

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებულის და შემდეგ გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობაზე რადიო "მოზაიკას" "ჯერარსის" წარმომადგენელი მარიამ ხუციშვილი ესაუბრა.

 

როგორც ხუციშვილი ამბობს, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში, თავის ქალას მძიმე დაზიანებით შეიყვანეს. 

 

"დინამიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი მოიხსნა აპარატიდან. ის რეანიმაციული განყოფილებიდან გაეწერა, სტაბილური, დადებითი ნევროლოგიური დინამიკით, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ე.თ. ასევე შეფასდა სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ, მდგომარეობის შეფასების მიხედვით, მას ესაჭიროებოდა შემდგომი მკურნალობა რეაბილიტაციის სახით. ამის საფუძველზე პაციენტი მიიღო სარეაბილიტაციო ცენტრმა, სადაც 2 კვირის (18 დღის) შემდეგ მოხდა პაციენტის მდგომარეობის დამძიმება, განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა. ამის შემდეგ პაციენტი კვლავ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში კრიტიკულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რის შემდეგაც პოლიორგანული უკმარისობით სამწუხაროდ გარდაიცვალა. კლინიკა მზად არის ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებასთან და წარმოადგინოს ყველა საჭირო, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც ნათლად არის აღწერილი პაციენტის მდგომარეობა ყველა ეტაპზე", - განმარტავენ კლინიკაში სადაც ე.თ. 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

ამავე თემაზე: გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ოჯახს კითხვები კლინიკასთან აქვს - „ჯერარსის“ პასუხი

 

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 8 ივნისს მომხდარი ინციტენტის დროს მძიმედ დაშავებული ე.თ.-ს ცემისთვის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილი, თ.კ. დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

Read 151 times