Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 16:37

მოსამართლემ თ.კ. პატიმრობაში დატოვა - შემდეგი სხდომა 28 სექტემბერს ჩაინიშნა

Rate this item
(0 votes)

18 წლის ახალგაზრდის ცემისთვის დაკავებული თ.კ.-ის სასამართლო სხდომა დასრულდა. 

 

მოსამართლემ თ.კ. პატიმრობაში დატოვა.

 

სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება არც ადვოკატს მოუთხოვია, რადგან როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გამო.

 

"აქედან გამომდინარე მისი პირადი სურვილია, რომ დღეს გირაოთი გათავისუფლებას არ ვთხოვთ მოსამართლეს, საქმეში უამრავი მოწმეა, რომელიც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას", - აცხადებს ნანა ცერცვაძე.

 

თავად დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. 

 

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზრდის ცემის და გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 107 პირს დაკითხავს

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზდის ცემისთვის დაკავებული თ.კ. დუმილის უფლებას იყენებს

ამავე თემაზე: დაკავებულის ადვოკატი: 18 წლის ახალგაზრდის ცემაში თ.კ. გაშველების მიზნით ჩაერთო

 

პროცესს ესწრებოდა პროკურორი გიორგი კრავეიშვილი, რომელმაც საქმეში არსებული მასალების ნუსხა წარმოადგინა. 

 

თ.კ.-ის საქმის განხილვა 28 სექტემბერს განახლდება.

 

აქვე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ე.თ.-ის არდაცვალების საქმეზე ცალკე სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული.

 

შეგახსნებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 8 ივნისს მომხდარი ინციტენტის დროს მძიმედ დაშავებული ე.თ.-ს ცემისთვის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილი, თ.კ. დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

 

 

Read 246 times