Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 16:01

გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის ოჯახს კითხვები კლინიკასთან აქვს - „ჯერარსის“ პასუხი

Rate this item
(0 votes)

ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის ადვოკატი იმ კლინიკის მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, სადაც ჩხუბის დროს ნაცემი ახალგაზრდა მკურნალობდა.

 

თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ოჯახი სამედიცინო პერსონალს დაზარალებულის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სარეაბილიტაციოდ გადაყვანა არასწორი იყო.

 

"მომხდარი შემთხვევის პირველივე წუთებში გაკეთდა განცხადება, რომ ის ტრავმები და დაზიანებები, რაც 18 წლის ახალგაზრდამ მიიღო, სიცოცხლესთან შეუსაბამო და შეუთავსებელი იყო. ამის შემდეგ ექიმები ოჯახის იმედს აძლევდნენ, რომ მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა. უფრო მეტიც, რეანიმაციიდან ე.თ. სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი გადაიყვანეს. ანუ მომაკვდავი ბავშვი სარეაბილიტაციოდ გაწერეს. ორ დღეში ისე დამძიმდა მდგომარეობა, რომ ისევ უკან კლინიკაში გახდა გადასაყვანი და ყველამ ვნახეთ ამ ყველაფრის უმძიმესი შედეგი", - ამბობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

 

ადვოკატის საპასუხოდ, კლინიკაში ამბობენ, რომ მისი განცხადება უსაფუძვლოა.

 

"ვიცით, რა განცხადებაც გააკეთა ადვოკატმა და შეგვიძლია გითხრათ, რომ მისი განცხადება სრულიად უსაფუძვლოა", - გვითხრა "ჯერარსის" წარმომადგენელმა.

 

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზრდის ცემის და გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 107 პირს დაკითხავს

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზდის ცემისთვის დაკავებული თ.კ. დუმილის უფლებას იყენებს

ამავე თემაზე: დაკავებულის ადვოკატი: 18 წლის ახალგაზრდის ცემაში თ.კ. გაშველების მიზნით ჩაერთო

 

შეგახსნებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 8 ივნისს მომხდარი ინციტენტის დროს მძიმედ დაშავებული ე.თ.-ს ცემისთვის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილი, თ.კ. დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს

Read 274 times Last modified on სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 16:37