Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:43

პროკურორი: გარდაცვლილი ბიჭის საქმეში 20-მდე ადამიანის მობილური ტელეფონის მონაცემებია

Rate this item
(0 votes)

"საქმეში დევს 15 -მდე ადამიანის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი", - განაცხადა 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულ თ.კ.-ს სასამართლო პროცესზე პროკურორმა, გიორგი კრავეიშვილმა.

 

"სილამაზის სალონიდან და "ქართუ ბანკიდან", ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები გამოითხოვა პროკურატურამ, ასევე 20-მდე ადამიანის მობილური ტელეფონის მონაცემები. ასევე საქმის მასალებს შორის არის გარდაცვლილის ფეხსაცმელი, მაისური და ტელეფონი. ასევე, ე.თ.-ის და თ.კ.-ის და სისხლის ნიმუშები", - განაცხადა გიორგი კრავეიშვილმა.

 

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზრდის ცემის და გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 107 პირს დაკითხავს

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზდის ცემისთვის დაკავებული თ.კ. დუმილის უფლებას იყენებს

ამავე თემაზე: დაკავებულის ადვოკატი: 18 წლის ახალგაზრდის ცემაში თ.კ. გაშველების მიზნით ჩაერთო

 

შეგახსნებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 18 წლის ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. 8 ივნისს მომხდარი ინციტენტის დროს მძიმედ დაშავებული ე.თ.-ს ცემისთვის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილი, თ.კ. დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს

Read 171 times