Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:19

18 წლის ახალგაზდის ცემისთვის დაკავებული თ.კ. დუმილის უფლებას იყენებს

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოში 18 წლის ახალგაზრდის ცემისთვის დაკავებული თ.კ.-ის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. სხდომას ესწრება მისი ადვოკატი ნანა ცერცვაძე, რომელიც ამბობს, რომ ნაცემი ახალგაზრდის გარდაცვალების მიუხედავად, მუხლის შეცვლა დღისწესრიგში არ დგას.

 

"იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცდება, რომ კავშირი გარდაცვალებასა და პირველად კამათს შორის არ არსებობს და არანაირი სახის სხვა მტკიცებულება ექსპერტის დასკვნისა საქმეში არ არის მოპოვებული, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის სრულიად უადგილო, მითუმეტეს მაშინ, როცა დასრულებულია საქმეზე გამოძიება", - აცხადებს თ.კ.-ს ადვოკატი, ნანა ცერცვაძე.

 

ამ დროისთვის თ.კ.-ის ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გორის ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ის სცემეს და მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა. ნაცემი ახალგაზრდა 3 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და 13 სექტემბერს გარდაიცვალა. საქმეზე ამ დრომდე დაკავებულია ერთი პირი. ის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილია. 

Read 203 times Last modified on სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:25