Back to Top
პარასკევი, 14 აგვისტო 2020 15:18

გოგინაშვილი ოპოზიციას: მიზანმიმართულად ეწევით საჯარო სამსახურის დისკრედიტაციას

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარემ, მიშა გოგინაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

 

"მიზანმიმართულად ეწევით საჯარო სამსახურის დისკრედიტაციას", - ამ სიტყვებით მიმართ მიშა გოგინაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

 

" ვერ გავიგე რატომ არ არის ცუდი, რომ მერიაში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ", - განაცხადა მიშა გოგინაშვილმა.

 

საკრებულოს წევრებს შორის კამათი მერიაში ახალი შტატების დამატების საკითხმა გამოიწვია. დამოუკიდებელი დეპუტატი, ირმა ამბარდნიშვილი ახალი შტატების შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ხარჯი იქნება.

 

"რატომ ხდება ახალი განყოფილების ჩამოყალიბება, როცა მერიაში ისედაც არსებობს სოციალური სამსახური და თავისუფლად შეიძლებოდა მას შეეთავსებინა", - განაცხადა ამბარდნიშვილმა.

 

იფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა მერიაში ბავშვთა დაცვის და შრომის უსაფრთხოების განყოფილებაში 4 შტატის დამატების საკითხს.