Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018 17:41

გორის „გორმა“ პირველობა დაკარგა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3 -ის გათამაშებაში გორის „გორმა“  „საბურთალო 2“-ს უმასპინძლა. 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ „გორს“ 16 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარს ერთი ქულით უსწრებდა. გორელებს პირველობის  შესანარჩუნებლად  3 ქულის აღება სჭირდებოდათ. 

მატჩი,  გორის „გორის“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა დავით შუბითიძის შეგირდებმა თბილისელების კარის აღება ვერ მოახერხეს. თავის მხრივ, არც „საბურთალო 2“-ს გამოუჩენია თავი და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

ჩატარებული 7 ტურის შემდეგ გორის „გორი“ 17 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. სატურნირო ცხრილს „ზუგდიდი“ ლიდერობს, რომელმაც გასვლით შეხვედრაში  „მარკ სტარსის“ დამარცხება მოახერხა.

მერვე ტურს გორელები 22 აპრილს, გასვლით შეხვედრაში, „ვარკეთილის“ წინააღმდეგ გამართავენ.

Read 2131 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:15