Back to Top
სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 17:18

ISFED:"ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროდუქტის დარიგება, ამომრჩევლის მოსყიდვაა

"სამართლიანი არჩევნები" "ნაციონალრი მოძრაობის" მიერ, ოჯახებში პროდუქტის მიტანის ფაქტებს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

 

ორგანიზაციის იურისტი, ნინო რიჟიმაძე ამბობს, რომ მიუხედავად აღნიშნული პერიოდისა, ფაქტი სხვაგვარად ვერ შეფასდება და მისი რეალური მიზანი ამ მეთოდით, სწორედ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაა. მისივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პარალელურად მსგავსი ქმედებებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გამოირჩევიან, რომელთა შესახებ უფრო ვრცელი საუბარი სამართლიანი არჩევნების მორიგ ანგარიშში იქნბა, რომელიც სექტემბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.

 

"საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,პარტიას ან მის წარმომადგენელს, ეკრძალებათ ამომრჩევლისთვის ნებისმიერი სახით, ფულადი ან მატერიალური სახსრების გადაცემა, მათ შორის იგულისხმება პროდუქტების დარიგება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტიც უნდა შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, მათ შორის არასაარჩევნო პერიოდში. მითუმეტეს, როცა ეს პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, უფრო მეტად შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. "სამართლიანმა არჩევნებმა" 1 ივნისიდან დაიწყო წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი და მსგავს ფაქტებს ვაფასებთ, როგორც ტენდენციას. პროდუქტების დარიგებას ადგილი აქვს, როგორც მმართველი გუნდის მომავალი კანდიდატების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, 2 შემთხვევა დავაფიქსირდეთ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დარიგდა საკვები პროდუქტი სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებზე. მოვუწოდებთ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მსგავსი აქტივობებისგან თავი შეიკაონ"-აღნიშნა ნინო რიჟიმაძემ.