Back to Top
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 13:30

„მთელი წელი არავინ გვკითხულობს“ - ექიმები აგვისტოს ომის გახსენებისას

Rate this item
(0 votes)

გორელი ექიმები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოვლენების ეპიცენტრში ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

 

 

მათი ნაწილი 12 წლის წინანდელ პერიოდზე ახლა უკვე აღარ საუბრობს და მედიასთან აღარც იმ მომენტებს იხსენებს, რა დროსაც მოვალეობის შესრულება სიცოცხლის რისკის ფასად უწევდათ.

 

"მთელი ეს წლები ისე გადის, რომ ერთი მადლობაც კი არავის უთქვამს ჩვენთვის. სხვას ხომ არაფერს ვითხოვთ. მოდის აგვისტო და მერე გვაკითხავენ, რომ ომის დღეები გავიხსენოთ. ძალიან კარგად იციან იმ პერიოდში სამედიცინო სფეროდან ვინ სად და რა ვითარებაში მუშაობდა და დავიღალეთ უკვე ამ ყველაფრის გახსენებით და იმის განცდით, რომ მხოლოდ პროფესიის ერთგული ხარ და შენი დამფასებელი ამ ქვეყანაში არავინაა. მთელი წელი არავინ გვკითხულობს და ახლაც ნურავინ შეგვაწუხებთ აგვისტოს დღეების გასახსენებლად", - ამბობენ გორელი ექიმები.

Read 307 times