Back to Top
ორშაბათი, 03 აგვისტო 2020 16:18

გორში, მერია მიწის ნაკვეთს 120 000 ლარად ასხვისებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქში არსებულ მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე 120 000 ლარად ყიდის.

კერძოდ, საქმე ეხება ჭონქაძის ქუჩაზე არსებულ 3 654 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

 

"აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2  წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება" , - ირკვევა აუქციონის პირობებიდან.

 

აუქციონი მიმდინარეა და შესაძლოა მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდოს. ვაჭრობის ბიჯი 12 000 ლარია.

Read 251 times