Back to Top
ორშაბათი, 03 აგვისტო 2020 16:07

გორთან ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

Rate this item
(1 Vote)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, საავტომობილო მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 5 არასრულწლოვანია.

ყველა დაშვებული კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი.

 

„გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები. ყველა კვლევის დასრულების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ, სავარაუდოდ, ყველა პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა  მერაბ მაისურაძემ.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, 

Read 1715 times