Back to Top
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 11:32

გორის თეატრი მაყურებელს ღია სივრცეში უმასპინძლებს

Rate this item
(0 votes)

​გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებელს ღია სივრცეში შეხვდება.

სამხატრო ხელმძღვანელის, დავით ჩხარტიშვილის თქმით, დასმა რეპეტიციები უკვე დაიწყო და მუშაობა მიდის ტექნიკურ საკითხებზე, რომ სპექტაკლი ღია სივრცეს მოერგოს.

 

"მოგვეცა უფლება ჩავატაროთ რეპეტიციები, ძალიან მალე ღია სივრცეში შევხვდებით მაყურებელს. ახლა ვმუშაობთ იმ სპექტაკლებზე, რომელიც უკვე დადგმული გვაქვს თეატრში, უბრალოდ მორგება ხდება ღია სივრცისთვის. ღია სივრცეში სხვანაირია დეკორაცია, გახმოვანება, განათება. ამ ყველაფერს თავსი სპეციფიკა აქვს. თუ არაფერი შეიცვალა თვის ბოლოს შევხვდებით მაყურებელს. პრემიერას რაც შეეხება, ეს აგვისტო - სექტემბრის თვეში გვექნება", - ამბობს დავით ჩხარტიშვილი

Read 273 times