Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 11:13

გორში, გვერდწითელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზო ბუჩქნარისგან გაწმინდეს 

Rate this item
(1 Vote)

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩაზე საცხოვრებელის კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარისგან გაიწმინდა.

 

მოსახლეობა აღნიშნული ადგილის გაწმენდას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მათი თქმით გაუვალი ბუჩქნარის გამო, მომრავლებული იყო ქვეწარმავლები. 

 

"რამდენიმე წელია ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას. ძალიან დაგვეხმარა რადიო "მოზაიკას" მიერ რამდენჯერმე ამ საკითხის გაშუქება. ორი დღის წინ მოვიდნენ, მოიყვანეს საჭირო ტექნიკა და გაწმინდეს ეს ადგილი. იმედი გვაქვს, რომ შემდეგში აქ ლამაზ სკვერსაც გაგვიკეთებენ", -გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

 

 

ინფორმაციისთვის, ორი კვირის წინ მოსახლეობამ ამ ადგილას გველი შენიშნა და დასახმარებლად მედიას მიმართა. საკითხის გაშუქების შემდეგ კი ადგილზე სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ და საჭირო ზომები გაატარეს. 

 

ამავე თემაზე:გორში, ერთ-ერთ კურპუსთან მოქალაქეებმა ქვეწარმავლები ნახეს

 

გორელებმა, ქვეწარმავლების ნახვის დროს, სპეციალური მიწოდების სააგენტოს უნდა მიმართონ

 

 

Read 274 times Last modified on ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 11:21