Back to Top
ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 17:30

გატაცებული 2 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გატაცებული ორი მოქალაქის, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

 

"უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან ახლოს, საგუშაგოსთან არ მიგვიშვეს. აქედან გამომდინარე, აქცია სოფელში გაიმართა. სახელმწიფოსგან ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას, რათა დროულად გათავისუფლდნენ ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა.

 

"დღეს მოქალაქეებმა ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან გავაპროტესტეთ საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება და ხელისუფლების მხრიდან, ასეთი მოქმედებებისადმი შემგუებლურ პოზიცია. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლება გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მოხდეს ზეწოლა რუსეთზე და შეწყდეს მოქალაქეების გატაცება", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნიკა წიქარიძემ. 

 

როგორც ცნობილია, ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ხოლო ზაზა გახელაძე 11 ივლისს გაიტაცეს.

 

 

Read 373 times Last modified on ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 17:54