Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 13 ივლისი 2020 14:37

გორის საკრებულომ მივლინებებისთვის 6 თვეში 334 ლარი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მივლინებებისთვის 6 თვეში 334 ლარი დახარჯა, -  ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" საკრებულოდან მიაწოდეს.

 

საკრებულოს აპარატის ცნობით, მივლინებისთვის ყველაზე მეტი თანხა 206 ლარი, საკრებულოს წევრის, თბილისში ფორუმზე "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტური თვითმმართველობისთვის" დასასწრებად დაიხარჯა.

 

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მივლინებისთვის დახარჯული თანხა თვეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

 

ფრაქციის თავმჯდომარე, თელავში გენდერული ფორუმის რეგიონალურ შეხვედრაზე (01.01.20- 02.01.20) - 44 ლარი;

უფროსი სპეციალისტი, თბილისში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრაციული სკოლის 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმების ღონისძიებები (22.01. 20 - 22.01.20) - 21 ლარი;

ფრაქციის თავმჯდომარე, თბილისში თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე (06.02.20 - 06.02.20) - 21 ლარი;

საკრებულოს წევრი, თბილისში ფორუმზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტური თვითმმართველობისათვის" (21.02.20 - 22.01.20) - 206,6 ლარი;

უფროსი სპეციალისტი, თბილისში HR ფორუმზე, სადაც განხილული იქნა მოხელის პროფესიულ განვითარებასთან და საბაზისო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები. (24.02.20 - 24.02.20) - 21 ლარი;

თანამშრომელი ხელშეკრულებით, თბილისში სააპელაციო სასამართლოში (19.02.20 -19.02.20) - 21 ლარი.

Read 169 times