Back to Top
ორშაბათი, 13 ივლისი 2020 13:59

გორის კულტურის სააგენტოს 40-ზე მეტ თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყდა

Rate this item
(0 votes)

სააგენტოს დაახლოებით 42 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყდა, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა უთხრა.

 

გელა კაპანაძის თქმით, ამჟამად, შეჩერებულია სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეების საქმიანობა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყდათ ამ წრეებში დასაქმებულ ადამიანებს.

 

"მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ ჩვენს სააგენტოში ახორციელებდნენ პედაგოგიურ საქმიანობას. შესაბამისად, რადგან გაჩერდა წრეების მუშაობა, ჩვენ მათაც შევუწყვიტეთ ხელშეკრულებები, რადგან მათ ხელფასებზე გაცემული თანხა არამიზნობრივი ხარჯი არ ყოფილიყო", - განმარტა გელა კაპანაძემ.

 

მისი თქმით, ამ ადამიანებს ხელშეკრულებები 1-ელ ივლისს შეუწყდათ და სასწავლო პროცესის განახლებისთანავე აღუდგებათ. 

 

თვეების განმავლობაში, შეჩერებული სამუშაო პროცესების, გადადებული კულტურული ღონისძიებების, შემცირებული თანამშრომლების ოდენობის მიუხედავად, გელა კაპანაძემ არ იცის, კონკრეტულად რა მიმართულებით რა ოდენობის თანხა დაზოგა სააგენტომ.

 

"თანხებზე ინფორმაცია წლის ბოლოს გვეცოდინება", - გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

Read 383 times Last modified on ორშაბათი, 13 ივლისი 2020 14:30