Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 13 ივლისი 2020 11:33

სამეფო ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი გორის მერს გააცნეს 

Rate this item
(0 votes)

გორში, ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დღეს გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და სამეფო ქუჩის მცხოვრებლები.

 

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქუჩის სამანქანო და საფეხმავლო გზებისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; ტროტუარზე მოეწყობა ქვაფენილი, დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის გარეგანათება, დეკორატიული სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი, მოეწყობა გამწვანების ზოლი. პროექტი მოიცავს, ასევე, ყველა ტიპის კომუნიკაციის (ელექტროსადენები, გაზის, წყლის და კანალიზაციის) ახალი მიწისქვეშა ქსელების მოწყობას, რაც აქამდე აღნიშნულ ქუჩას არ ჰქონია.

 

 

Read 168 times