Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 12 ივლისი 2020 15:11

ოკუპანტების მიერ მეჯვრისხევთან დაკავებული მამაკაცი კარანტინში ჰყავთ 

Rate this item
(0 votes)

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მეჯვრისხვთან დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი სავალდებულო კარანტინში ჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცის ოსურმა მედიამ გაავრცელა. 

 

არსებული ინფორმაციით, მეჯვრისხევის მკვიდრი იმ დროს დააკავეს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.

 

"როგორც მე ვიცი, იგი ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ახლა სავალდებულო კარანტინს გადის, პანდემიის გამო. სხვა მეტი დეტალი ჩემთვის ცნობილი არ არის", - გვითხრა მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

Read 223 times Last modified on კვირა, 12 ივლისი 2020 15:14