Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 ივლისი 2020 13:13

ლელო "ISFED"-ს გამოეხმაურა: კანონი არ დაგვირღვევია

Rate this item
(0 votes)

პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" გორის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების " (ISFED) ანგარიშს გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით, "ლელო" ამომრჩევლის მოსყიდვაში იქნა დადანაშაულებული.

კერძოდ, საქმე ეხება საგანგებო მდგომარეობის დროს, მამუკა ხაზარაძის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში განხორციელებულ საქველმოქმედო აქციას.

 

კახა კოჟორიძის თქმით, "ლელოს" კანონი არ დაურღვევია, რადგან ეს არ მომხდარა საარჩევნო პერიოდში.

 

"აღნიშნული აქტივობა არ განხორციელებულა საარჩევნო პერიოდში, კანონით აკრძალულია, როდესაც ეს ხდება საარჩევნო პერიოდში, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს 2008 წელშიც და სხვა კრიზისულ პერიოდებშიც, ყოველგვარი საარჩევნო მიზნის გარეშე აქვს განხორციელებული მსგავსი საქველმოქმედო აქტივობები საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად" , - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

ამავე თემაზე: ISFED: "ლელოს" მონაწილეობა ერგნეთის სასურსათო დახმარებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაა

 
Read 251 times