Back to Top
პარასკევი, 10 ივლისი 2020 12:54

ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გააცნო.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო თანხის დიდი ნაწილის მოპოვებაში გორის მერიას USAID დაეხმარა. 

 

"სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს. შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის ,,ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, ასევე, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის ,,ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.


ადგილობრივები გასული წლის 80 - იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ.

შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ.

Read 507 times Last modified on პარასკევი, 10 ივლისი 2020 12:58