Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 16:49

გორში ცენტრალურ ქუჩაზე კორპუსების სამისამართო აბრები დაზიანებულია

Rate this item
(0 votes)

გორში სტალინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობის სამისამართო აბრები დაზიანებულია და არ იკითხება.

 

მოსახლეობის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მისამართს ვერ აგნებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვენ დახმარებას.

 

“სხვა ქალაქიდან ჩამოდიან სტუმრები, ან სხვა დასახლებიდან და ვერ პოულობენ კონკრეტულ მისამართს, რადგან არ აწერია ნომრები, დაზიანებულია. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვეკითხებიან და გვთხოვენ ადგილობრივებს ზუსტ მისამართზე ჩვენ დავაკვალიანოთ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს ცენტრალურ ქუჩაზე“, - ამბობენ მოქალაქეები.

 

 

 

 

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, მოსახლეობამ მერიას წერილით უნდა მიმართოს.

 

“მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მერიას, ამის შემდეგ მერია შესაბამის სამსახურს დაავალებს, ადგილზე გაეცნობიან პრობლემას და მოხდება რეაგირებაც“, - განაცხადეს გორის მერიაში

 

 

Read 212 times