Back to Top
სამშაბათი, 07 ივლისი 2020 14:58

შიდა ქართლის გუბერნატორმა ძმას 40 ათასი ლარი აჩუქა

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა ძმას თანხა აჩუქა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილეა, გიორგი ხოჯევანიშვილისგან 40 ათასი ლარი მიიღო.

 

ინფორმაცია ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ წელს შევსებული დეკლარაციიდან გახდა ცნობილი, რომელიც ძირითადად გასული წლის მონაცემებს მოიცავს.

 

გუბერნატორის ხელფასი თვეში 5900 ლარით განისაზღვრება, თუმცა გიორგი ხოჯევნიშვილს შემოსავალი სხვა კომპანიებიდანაც აქვს, სადაც გარკვეულ წილებს ფლობს.

 

აღსანიშნავია, რომ ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს საჩუქრის სახით თანხა ადრეც გადაურიცხა, იმ პერიოდში გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად ერთი წლის დანიშნული იყო, რა დროსაც 80 ათასი ლარი ძმის ანგარიშზე ჩარიცხა.

Read 514 times