Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 06 ივნისი 2020 14:04

ერგნეთში, ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს მწერების ნაცხს უგროვებენ

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მოხალისეები იმყოფებიან.


"ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერების ყელიდან აღებულ ნაცხებს შევუგროვებთ და ამ გზით გავუმარტივებთ საქმეს ანატოლი ბიბილოვს"-ასე ახსნეს საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მოხალისე ეპიდემიოლოგებმა და ვირუსოლოგებმა აქციის მიზანი, რომელიც ამ წუთებში ერგეთში ხორციელება. მათივე ინფორმაციით, ამ პროცესში დაცულია ნიმუშებისა და ნაცხების აღების ყველა წესი. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მთავარი ეპიდემიოლოგი ჩაცმულია სპეციალურ ქიმიურ კომბინიზონში. ხოლო დანარჩენები შესაბამის სამედიცინო ტანსაცმელში.

 

"შეგროვებულ მასალას ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან, ანატოლი ბიბილოვს დავუტოვებთ"-ახადებენ მოხალისეები.

 

აღნიშნული აქცია ერგნეთში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცხინვალის რეჟიმმა განაცხადა, რომ მათ იმ ზონის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს, სადაც, მათივე მტკიცებით, ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. „რესპუბლიკის საზღვარი“ დაარღვიეს.

 

"ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის, საზღვრის დაცვის სამსახურის რადიაციისა და ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში ნიადაგის, წყლის, ჰაერისა, მწვანე საფარისა და მწერების ნიმუშები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ბიოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“- ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

Read 274 times