Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 06 ივნისი 2020 11:02

პოლიციამ გორში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Rate this item
(0 votes)
გორში ოჯახში ძალადობის შედეგად პოლიცია გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში  38 წლის გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 27წლის დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. 
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 172 times