Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 05 ივნისი 2020 15:25

დევი ჭანკოტაძე ენმ-ს შეუერთდა - გორელი გენერლის გზა პოლიტიკამდე

Rate this item
(0 votes)

გენერალი დევი ჭანკოტაძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეურთდა და პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს.

 

 

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე გენერალმა, დევი ჭანკოტაძემ პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა.

 

როგორც დევი ჭანკოტაძე ამბობს, მისი პოლიტიკაში წასვლის მიზეზი ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა.

 

“პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. ჩემი მიზანია ამ ხელისუფლების წყნარად და მშვიდად წასვლა. ახლა ვარ ენმ-ს რიგითი წევრი, ეს არის ყველაზე დიდი თანამდებობა და ყველაზე დიდი წოდება სამხედროსთვის. რიგითი ჯარისკაცი და და რიგითი წევრი იგებს ბრძოლას“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ ტელეკომპანია “ მთავართან“ საუბრისას.

 

გორელი სამხედრო მოღვაწე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო 2000 - 2009 წლებში. მიღებული აქვს მონაწილეობა აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში.

 

მისი სამხედრო კარიერა 1982 წლიდან იწყება, როდესაც საბჭოთა კავშირის შეიაერაღებულ ძალებში მსახურობდა.

 

1991 – 92 წლებში იყო გორის მე -11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992 – 94 წლებში ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური.

 

2000 – 2004 წლებში იყო საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე.

 

2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ.

 

2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.

Read 203 times