Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020 21:51

ბერბუკის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხის მოწესრიგებას ითხოვენ

Rate this item
(0 votes)

ბერბუკის დევნილთა დასახლების შესასვლელთან დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ, რომლებიც ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, დასახლებაში ნახევრად დახურული სანიაღვრე არხებია, რომლებიც უბდური შემთხვევების გამომწვევი შესაძლოა გახდეს.

 

ინფრასტრუტურულ სამუშაოებზე სასაუბროდ, შეკრებილ მოქალაქეებს საჯარო მოხელეები შეხვდნენ. მათი ინფორმაციით,  დევნილები უმნიშვნელო პრობლემაზე საუბრობენ, რაც მოგვარებადია.

 

მათი თქმით, ამ თემის პროვოცირებაში ბერბუკის დასახლების დევნილთა ნაწილს, "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება. თავად ოპოზიციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ხალხი ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა,თუმცა ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააშინეს.

 

რადიო "მოზაიკა" გორის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა ეს მათი პროექტით არ დაწყებულა და დეტალები უწყებისთვის უცნობია. 

Read 155 times Last modified on პარასკევი, 05 ივნისი 2020 08:22