Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020 14:20

ლაშა შავდათუაშვილს გორში სპორტული ცენტრის მოწყობა სურს

Rate this item
(0 votes)

ლაშა შავდათუაშვილს გორში სპორტული ცენტრის მოწყობა სურს. ცენტრისთვის მას მიწის ნაკვეთი სჭირდება და ამ მიზნით, სპორტსმენმა ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა. 

 

ლაშა შავდათუაშვილმა გორში არსებული მიწის ნაკვეთის, პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის თხოვნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა.


საუბარია მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ, 895,00 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელზეც შავდათუაშვილი სპორტული გამაჯანსაღებელი და სპორტსმენებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას გეგმავს.

ლაშა შავდათუაშვილის წერილის საფუძველზე გორის მერიამ საკრებულოს მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს.

"გორის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების რაიმე დამატებითი დანიშნულებით გამოყენება და მისი აღნაგობის უფლებით გაცემა ბიუჯეტს შეავსებს გარკვეული ოდენობის თანხით", - ნათქვამია მერიის წერილში.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო თანხა 35 800 ლარითაა განსაზღვრული. თუკი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკითხს მხარს დაუჭერს, მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით, შავდათუაშვილს 30 წლის ვადით გადაეცემა.

Read 270 times Last modified on ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020 14:25