Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 01 ივნისი 2020 12:37

ახალი კვლევით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში გორის მაჟორიტაციც მოხვდა

Rate this item
(1 Vote)

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ბოლო 10 თვის განმავლობაში მომხდარი შემთხვევები გამოავლინა.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიაშია აღნიშნული, 10 მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ ბოლო 8 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან კორუფციული რისკებით 128 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

 

ამ ათეულში შედიან პარლამენტის 4 მაჟორიტარი დეპუტატი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები.

 

მაღალჩინოსანთა შორის გორის მაჟორიტარი დეპუტატიცაა.

 

"დეპუტატად არჩევის შემდეგ გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების სამმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 91,8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს", - წერია კვლევაში.

Read 206 times