Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 14:03

“გორში 165 000 ლარიანი მონიტორები ხარვეზით მუშაობს“ - ოპოზიციის კრიტიკა და მერის პასუხი

Rate this item
(0 votes)

მონიტორები, რომლებიც გორის მერიამ კორონავირუსის პანდემიის დროს შეიძინა და ბიუჯეტიდან 165 000 ლარზე მეტი გადაიხადა, ხარვეზებით მუშაობს.

 

მონიტორები პერიოდულად ითიშება. ასე მოხდა გუშინაც, როდესაც საქართველოს დამოუკდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვიდეო ვერ გაუშვეს.

 

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ბიუჯეტის ფულით შეძენილი ტექნიკა უხარისხოა. 

 

"კომპანიას, რომელმაც ისიც ვერ შეძლო, რომ 165 000 ლარად მონიტორები ნორმალურად დაემონტაჟებინა და გამართულად ემუშავა, ახლა მერია 800 000-ლარიან ხელშეკრულებას უფორმებს, ახალბაღის ატრაქციონების დასამონტაჟებოლად. კაცმა არ იცის, ის ატრაქციონები როგორ იმუშავებს და რამდენად დაცული იქნებიან იქ ბავშვები", - ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე.

 

თავად გორის მერი კი მონიტორების მუშაობით კმაყოფილია და პრობლემას ვერ ხედავს.

 

"ჩართულია მონიტორბი და მშვენივრად გადიოდა ყველაფერი. თუ რამე ვიდეო გაიჭედა გაშვებისას გაასწორებენ, რა პრობლემაა. დატესტვაზეა ეს მონიტორები ჯერ და თუ რამე პრობლემა იქნება, აღმოფხვრიან", - აცხადებს გორის მერი.

Read 215 times