Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 24 მაისი 2020 14:52

გორის #12 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაასრულა

Rate this item
(0 votes)

გორის #12 საჯარო სკოლამ პროექტი "გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით“ განახორციელა. 12 000 ლარიანი დაფინანსება სკოლამ გასულ წელს მოიპოვა და ფიზიკის მასწავლებლის, ჟუჟუნა ვანიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, პროექტის დახურვა ონლაინ რეჟიმში შედგა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა მიღწეული შედეგები დისნტაციურად შეაჯამეს. 

 

"პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს პირველად ჰქონდათ შეხება დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროექტი გარკვეულწილად ინტერდისციპლინური ხასიათის იყო, რადგან სწორედ დისტანციური ზონდირების შემთხვევაში იკვეთება ფიზიკა და გეოგრაფია ყველაზე უკეთ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამატებითი თეორიული ცოდნის გარდა, მიიღეს საველე სამუშაოების განხორციელების გამოცდილებაც", - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

 

მოსწავლეების, პედაგოგების და პროექტში ჩართული მეცნიერის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი-ზვიად გაბისონია.

 

პროექტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამცენიერო ფონდის მიერ (scr/15/6/9), საგრანტო კონკურსის "მეცნიერება იწყება სკოლიდან" ფარგლებში. 

Read 372 times