Back to Top
პარასკევი, 22 მაისი 2020 12:34

გორში, შსს - მომსახურების სააგენტოსთან საფეხმავლო სივრცის მოსაწყობად 170 000 ლარი დაიხარჯება

Rate this item
(0 votes)

გორში, სუხიშვილის ქუჩაზე, შსს - მომსახურების სააგენტოსთან მისასვლელი გზის გაგანიერებისა და საფეხმავლო სივრცის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 170 290 ლარია გათვალისწინებული.

 

"სუხიშვილის ქუჩაზე, შსს - ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამორტიზირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხის მოძრაობა ინტენსიურია (მათი უსაფრთხოების მიზნით) საჭირო გახდა ახალი საფეხმავლო სივრცის მოწყობა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

 

Read 101 times