Back to Top
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020 18:10

გორში წმინდა წყალზე არსებული აგრარული ბაზარი ხვალიდან გაიხსნება

Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში არსებული აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

"გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ბაზარი აკმაყოფილებს სრულად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს და შესაბამისად, ხვალიდან შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, ჩOVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით" , - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

Read 600 times