Back to Top
ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020 15:04

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასულიერო პირი გორის იზოლატორში მოათავსეს

Rate this item
(0 votes)

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასულიერო პირი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დავით აქიაშვილი, იგივე კობა კობაიძე, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. არსბული ინფორმაციით, დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის ძველი კონფლიქტის გამო მოხდა.

 

გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც მამა დავით აქიაშვილმა მისივე მეგობარს, მამა საბას, ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.

 

გუშინ, 28 აპრილს, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს ბრალდება წარუდგინეს.

 

შინადან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასულიერო პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი უარყოფს სროლის ფაქტს და აცხადებს, რომ დავით აქიაშვილს არც იარაღი ჰქონია და არც უსვრია.

Read 491 times Last modified on ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020 15:10